5 დეკემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, გერმანიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტური ფილმის „Life is Be“ ჩვენება.
ღონისძიებას დაესწრო ფილმის რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი. ჩვენების დასრულების შემდეგ მაყურებელთან გაიმართა საინტერესო საუბარი, სადაც რეჟისორმა ფილმის შექმნის პროცესსა და ისტორიებზე ისაუბრა.
„Life is Be“ გადაღებულია 2015 წელს თელავში და ასახავს ქალაქში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და ურთიერთობებს, მათ შორის ორი გერმანელის ისტორიას, რომლებიც თელავთან ძლიერი ემოციური ბმით არიან დაკავშირებულნი.
ფილმი ნაჩვენებია მრავალი საერთაშორისო ფესტივალზე და 2016 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო მოიპოვა.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი







