,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები" თელავის ისტორიულ მუზეუმში - დღე მესამე !
დღეს , მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ,,ევროპული მემკვიდრეობის დღეების" ფარგლებში , გაიმართა ისტორიის დოქტორის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი მწყერაძის პრეზენტაცია თემაზე: -
„ბატონის ციხის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა და თელავის ისტორიული მუზეუმის განვითარების პერსპექტივა“.
მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევების პროცესები, უკვე აღმოჩენილი მასალა, მათი შესწავლის სპეციფიკა და ამ კვლევების მნიშვნელობა თელავის ისტორეიული მუზეუმის სამომავლო განვითარებისთვის.
დიდ მადლობას ვუხდით ბატონ გიორგის საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციისთვის!
მთელი დღის განმავლობაში ვიზიტორებს შესაძლებლობა ქონდათ ენახათ ერეკლე მეორის სასახლის აივანზე წარმოდგენილი უნიკალური ფოტო-მასალა, რომელიც გამოიფინა ,,ევროპული მემკვიდრეობის დღეების " ფარგ;ლებში და ასახავს კახეთ-მეფეთა სასახლის ისტორიას — წარსულსა და აწმყოს შორის გზას. წარმოდგენილი ფოტოების საშუალებით თვალსაჩინოდ ჩანს კომპლექსის მდგომარეობა რეაბილიტაციამდე და მის შემდეგ.
„ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ღონისძიებები მუზეუმში გრძელდება!
ხვალ ,13 დეკემბერს, 14:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დასკვნითი ღონისძიება :
ისტორიის დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - თენგიზ სიმაშვილი წარმოადგენს პრეზენტაციას თემაზე: -
„ძველი და ახალი თელავის არქიტექტურა“.
მონაწილეები გაეცნობიან თელავის ქუჩებს, ძველ კარებებს, ფასადებსა და ქალაქის არქიტექტურულ მრავალფეროვნებას თანდართული საინტერესო ფოტო-მასალით.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი








