2 აგვისტოს ,თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა ირინა ძამაშვილის პერსონალური გამოფენა.
ირინა ძამაშვილი დაიბადა საქართველოში თბილისში 1977 წლის 8 იანვარს. მისი მამა ედუარდ ლაპკოვსკი, საქართველოში დაბადებული პოლონელი მხატვარი რომელმაც დაამთავრა სამხატვრო აკადემია და დაიმსახურა წოდება საქართველოს დამსახურებული მხატვარი. მთელი ბავშვობა ირინამ გაატარა კინოსტუდიაში სადაც მამა მუშაობდა მხატვარ დეკორატორად და ბავშვობიდან ეზიარებოდა ხატვას და დეკორაციების შექმნის პროცესს,ირინა სწავლობდა ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლაში და ასევე მოზარდ- ახალგარდობის ცენტრში, ბავშვობიდან შეისწავლა ისეთი დარგები როგორც ხეზე ჭრა ,ჭედურობა,ქარგვა ფერწერა და გრაფიკა პატარა ასაკიდან მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში და კონკურსებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1994-1999 წელს სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ფილიალი( რომელიც გაიხსნა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ბაზაზე )ხალხური რეწვის ფაკულტეტი განხრით "გობელენი "ბატონი გივი ყანდარელის ხელმძღვანელობით) ბოლო დროს მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგ გამოფენებში:
"Art Friends'" ჯგუფური გამოფენები
პიკასოს იუბილე, გალერეა 9, თბილისი
"დიალოგი ფერებთან" აბრეშუმის გალერეა, თბილისი
" ხელოვნების მეჯლისი" მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო კულტურის ცენტრი "მუზა";
ქართულ- სომხური გამოფენა- კონკურსი, მიძღვნილი სერგო ფარაჯანოვის იუბილეს, რომელიც ჩატარდა თბილისის საკრებულოში ქართველ- სომეხთა კავშირის ორგანიზებით.
სპანდან საერთაშორისო ონლაინ გამოფენა, ინდოეთი, გოა. დააჯილდოვეს სპანდან საერთაშორისო ჯილდოთი, როგორც საუკეთესო ნამუშევარი.
" ფერთა ფილოსოფია" საქართველოს სახვით მუზეუმი, თბილისი;
" ხელოვნების საღამოები" ათენი, საბერძნეთი
მონაწილეობა მიიღო სპანდან გლობალ საერთაშორისო ინდო ქართული ართ ფესტივალში, იართ გალერეა, თბილისში;
ჯგუფური გამოფენა BDMC გალერეაში, პარიზში
2023-ქართულ- სომხური გამოფენა კონკურსი, მიძღვნილი სერგო ფარაჯანოვის იუბილეს, რომელიც ჩატარდა ქართველ- სომეხთა კავშირის ორგანიზებით თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ჩატარებული აქვს 2 პერსონალური გამოფენა 2022 წლის 6-9 ოქტომბერს და 2023 წლის 11-14 მაისს, თბილისში აბრეშუმის გალერეაში.
2023 წლის 16 მარტს მისი ნამუშევარი თემაზე " ფემიციდი" მოხდა საუკეთესო 20 ნამუშევარს შორის, რომელიც ჩატარდა საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში და დაჯილდოვდა სერტიფიკატით და სამახსოვრო საჩუქრით. კონკურსს ორგანიზაცია გაუწია და ჩაატარა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.
11-14 მაისს ჩატარდა რიგიღ მე 2 პერსონალური გამოფენა სახელწოდებით"სიყვარულის ფერები"სადაც წარმოდგენილი იყო 50 ფერწერული ტილო.
26 აგვისტოს და სექტემბერში დაგეგმილია ჯგუფური გამოფენები იატალიაში და გერმანიაში.
აქვს შექმნილი 700 მეტი საინტერესო და ორიგინალური ნამუშევრები, რომლებმაც დაიმსახურა ქართველ და უცხოური სპეციალისტთა და მნახველთა დიდი ინტერესი.
ირინას ნამუშევრები გამოირჩევა ფერთა სიმრავლით და დეკორატიული ელემენტებით,მან შეიმუშავა საავტორო ტექნიკა შავ ტილოზე რომლით აქვს შესრულებული თბილისის ქუჩების ხედები , მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ: ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ინდოეთში, იტალიაში ,რუსეთში და ავსტრალიაში.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი




